ღვიძლის გადანერგვა IMG 1200
ღვიძლის გადანერგვა IMG 1199
ღვიძლის გადანერგვა დაზიანებული ღვიძლის ჯანმრთელით შეცვლის ოპერაციაა. ჯანმრთელი ღვიძლი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორისგან. ღვიძლის გადანერგვამ ექსპერიმენტული მეცნიერებიდან ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა და დღეს ის განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებისთვის “სასოწარკვეთილების ოპერაციად” მიიჩნევა. ეს ოპერაცია იძლევა ადამიანის გადარჩენის საშუალებას, თუ ღვიძლს დაავადების შედარებით ადრეულ სტადიაში მივუსწრებთ. ყველაზე მეტად გავრცელებულია ეგრეთ წოდებული ორთოტოპიული ტრანსპლანტაცია, რომლის ტექნიკური ასპექტები ყველაზე უკეთ არის დამუშავებული. ამ დროს დონორის ღვიძლი ნორმალურ ანატომიურ მდგომარეობაში თავსდება.კოლორადოს შტატისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერის, სტარზლომის, მოგვიანებით კი კალნეს (კემბრიჯი, დიდიბრიტანეთი) მიერ გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩატარებული პიონერული სამუშაოების შემდეგ ღვიძლის გადანერგვა ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მრავალი სამედიცინო ცენტრის ყოველდღიურ პრაქტიკაში შევიდა. რეციპიენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა სამოცდაათიან წლებში 30%-ს შეადგენდა, ხოლო სადღეისოდ 80%-ს აღემატება. ეს ოპერაციის ტექნიკის დახვეწით (ეგრეთ წოდებული “ხელოვნური ღვიძლის” და ხელოვნური სისხლისმიმოქცევის სისტემების გამოყენებით), კონსერვაციის მეთოდებისა და გადასანერგი ღვიძლის მომზადების გაუმჯობესებით, იმუნიტეტის დამთრგუნველი ახალი პრეპარატების შექმნით, პაციენტების ზედმიწევნითი გადარჩევითა და ოპერაციის ვადების ოპტიმიზაციით აიხსნება. სიკვდილიანობის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლის, ტექნიკური სირთულეებისა და სიძვირის მიუხედავად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია არჩევით მეთოდად იქცა ღვიძლის იმ მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც პროგრესირებს ან არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას. ჩატარებულ ოპერაციათა რიცხვი წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ აშშ-ში 3700 ტრანსპლანტაცია განხორციელდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდია და ბევრად აღემატება დონორთა რაოდენობას. ღვიძლის წარმატებით გადანერგვა პირველად 1984 წელს მოხერხდა. პაციენტი 7 წლის გოგონა გახლდათ, რომელსაც ტყუპისცალის ღვიძლის წილი გადაუნერგეს. მიუხედავად ადრე ჩატარებული კორონარული არტერიის შუნტირებისა, ამ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობაც ჰქონდა, ამიტომ ღვიძლთან ერთად მას გულიც გადაუნერგეს. ამ უნიკალური ოპერაციის გადამტანი გოგონა დღემდე ცოცხალია და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მას შემდეგ ღვიძლის წარმატებით გადანერგვის შესახებ კიდევ ორი ცნობა გამოჩნდა და მეთოდი ჩვეულებრივ პრაქტიკაში დაინერგა. მიუხედავად ამისა, ღვიძლის ტრანსპლანტაცია მაინც მეტად სარისკო ოპერაციად რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ ამ დროს აუცილებელი ხდება იმუნოდეპრესანტ ციკლოსპორინის ხანგრძლივი გამოყენება.
 
ჩვენებები და ზოგადი ცნობები
როდესაც უკუჩვენება არ არსებობს, ღვიძლის გადანერგვა უტარდებათ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს, რომლებიც იტანჯებიან ღვიძლის იმ შეუქცევადი დაავადებებით, რომელთა წინაშეც მკურნალობის ყველა ცნობილი მეთოდი უძლურია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპლანტაციის შესრულების ვადებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის გადანერგვა ნაჩვენებია დაავადების ისეთი შორსწასული ფორმების დროს, როდესაც მდგომარეობის სტაბილიზების ან გაუმჯობესების მცდელობა წარუმატებელია, დამაკმაყოფილებელი შედეგების მისაღწევად ამ ოპერაციის გაკეთება ადრეულ პერიოდში ჯობს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ტრანსპლანტაცია უნდა ჩაუტარდეთ იმ ავადმყოფებს, რომელთაც ღვიძლის დაავადების ტერმინალური (ბოლო) სტადია აქვთ, ემუქრებათ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები და ცხოვრების ხარისხის მიუღებელ დონემდე დაქვეითება, ასევე – ცენტრალური ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება. ღვიძლის დროული გადანერგვის შემთხვევაში მეტი შანსია, თავიდან იქნეს აცილებული ის გართულებები, რომლებიც შემდეგ მის უკუჩვენებად ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის კომპენსირებული ციროზით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არცთუ იშვიათად წლებით განისაზღვრება, მდგომარეობის სტაბილურობა ხშირად მოჩვენებითია, ხოლო არსებული ცვლილებები დაავადების შორსწასულ სტადიაზე მეტყველებს. ერთი სიტყვით, რაც უფრო უკეთესია დაავადებულის მდგომარეობა გადანერგვამდე, მით უფრო უკეთესია ოპერაციის შედეგი. გადანერგვის ოპტიმალური ვადის საკითხი მეტად რთულ პრობლემას წარმოადგენს. ამის გადასაწყვეტად ერთ ჯგუფად უნდა მუშაობდნენ ჰეპატოლოგი (ჰეპატოლოგია – მეცნიერება ღვიძლისა და მისი დაავადებების შესახებ), ქირურგი ტრანსპლანტოლოგი, ანესთეზიოლოგი და დამხმარე სამსახურების სპეციალისტები. რა თქმა უნდა, აუცილებელია ავადმყოფისა და მისი ნათესავების გაცნობიერებული თანხმობაც.
 
ღვიძლის გადანერგვა ბავშვებში: ჩვენებები
მოკლედ გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომელთა დროსაც აუცილებელია ბავშვებისთვის ღვიძლის გადანერგვა. ყველაზე ხშირი მათ შორის – ნაღვლის სადინართა ატრეზიაა. მას მოსდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც ღვიძლის უკმარისობა ახლავს თან. კრიგლერ-ნეიარის პირველი ტიპის სინდრომის, შარდოვანას ციკლის დარღვევის, ზოგიერთი ამინომჟავას მიმოცვლის მოშლისა და ანაერობული გლიკოლიზის დროს ღვიძლის გადანერგვა შესაძლოა ერთადერთი მეთოდი იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ დარღვევების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ღვიძლის ამ სერიოზული ცვლილებების გამო ვითარდება. დღეს ბავშვებს არცთუ იშვიათად უტარდებათ გულისა და ღვიძლის ერთდროული გადანერგვა, რისი მიზანიც ქოლესტერინის რაოდენობის დაწევა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა. ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული გადანერგვა პირველადი ოქსალურიის (ოქსალატები – მარილები) მკურნალობის დროს არის ეფექტური. ღვიძლის გადანერგვა ტარდება ა ტიპის ჰემოფილიის და გადასხმების გამო განვითარებული ღვიძლის უკმარისობის დროსაც. შედეგები უმეტესად დამაკმაყოფილებელია.
 
ღვიძლის გადანერგვა ზრდასრულებში: ჩვენებები
ღვიძლის გადანერგვა ნაჩვენებია ნებისმიერი წარმოშობის (ა და C ჰეპატიტების, ალკოჰოლური ციროზისა და სხვათა გამო) ღვიძლის ციროზის ტერმინალურ სტადიაში, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტისა და კოროლის დაავადების დროს მისი ჩვენება შეიძლება იყოს მორეციდივე ინფექციები და სეფსისი, რომელიც სანაღვლე გზების დაცობით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ სანაღვლე გზებზე ჩატარებული ოპერაციები ართულებს ღვიძლის გადანერგვას და მის უკუჩვენებადაც ითვლება, დღეს ექიმებმა თითქმის მთლიანად თქვეს უარი პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის ოპერაციულ მკურნალობაზე და ამ დროს, შეძლებისამებრ, ღვიძლის გადანერგვას მიმართავენ. ბად-კიარის სინდრომის (ღვიძლის ვენების თრომბოზი) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავადმყოფმა დიდხანს უნდა მიიღოს ანტიკოაგულანტები – სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები. ღვიძლის გადანერგვა შეიძლება ელვისებური ჰეპატიტის დროსაც ჩატარდეს, თუ გადასანერგი ღვიძლის მოძებნა სწრაფად, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების, მათ შორის – ტვინის შეშუპების განვითარებამდე მოხერხდა. ჯერჯერობით გადაუწყვეტელია ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტებისა და ღვიძლის უჯრედების კიბოს დროს ღვიძლის გადანერგვის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სამი კატეგორიის პაციენტები რისკჯგუფს ეკუთვნიან, მათ შორის მაინც გულდასმით არჩევენ ღვიძლის გადანერგვის კანდიდატებს. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებულთათვის გადანერგვა ნაჩვენებია სპირტიანი სასმელებისგან თავშეკავებისა და ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში. C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დროს გადანერგვის შედეგები ისეთი შემთხვევების იდენტურია, რომელთა დროსაც აუცილებელია ბავშვებისთვის ღვიძლის გადანერგვა. ყველაზე ხშირი მათ შორის – ნაღვლის სადინართა ატრეზიაა. მას მოსდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც ღვიძლის უკმარისობა ახლავს თან. კრიგლერ-ნეიარის პირველი ტიპის სინდრომის, შარდოვანას ციკლის დარღვევის, ზოგიერთი ამინომჟავას მიმოცვლის მოშლისა და ანაერობული გლიკოლიზის დროს ღვიძლის გადანერგვა შესაძლოა ერთადერთი მეთოდი იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ დარღვევების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ღვიძლის ამ სერიოზული ცვლილებების გამო ვითარდება. დღეს ბავშვებს არცთუ იშვიათად უტარდებათ გულისა და ღვიძლის ერთდროული გადანერგვა, რისი მიზანიც ქოლესტერინის რაოდენობის დაწევა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა. ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული გადანერგვა პირველადი ოქსალურიის (ოქსალატები – მარილები) მკურნალობის დროს არის ეფექტური. ღვიძლის გადანერგვა ტარდება ა ტიპის ჰემოფილიის და გადასხმების გამო განვითარებული ღვიძლის უკმარისობის დროსაც. შედეგები უმეტესად დამაკმაყოფილებელია.
 
ღვიძლის გადანერგვა ზრდასრულებში: ჩვენებები
ღვიძლის გადანერგვა ნაჩვენებია ნებისმიერი წარმოშობის (ა და C ჰეპატიტების, ალკოჰოლური ციროზისა და სხვათა გამო) ღვიძლის ციროზის ტერმინალურ სტადიაში, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტისა და კოროლის დაავადების დროს მისი ჩვენება შეიძლება იყოს მორეციდივე ინფექციები და სეფსისი, რომელიც სანაღვლე გზების დაცობით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ სანაღვლე გზებზე ჩატარებული ოპერაციები ართულებს ღვიძლის გადანერგვას და მის უკუჩვენებადაც ითვლება, დღეს ექიმებმა თითქმის მთლიანად თქვეს უარი პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის ოპერაციულ მკურნალობაზე და ამ დროს, შეძლებისამებრ, ღვიძლის გადანერგვას მიმართავენ. ბად-კიარის სინდრომის (ღვიძლის ვენების თრომბოზი) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავადმყოფმა დიდხანს უნდა მიიღოს ანტიკოაგულანტები – სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები. ღვიძლის გადანერგვა შეიძლება ელვისებური ჰეპატიტის დროსაც ჩატარდეს, თუ გადასანერგი ღვიძლის მოძებნა სწრაფად, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების, მათ შორის – ტვინის შეშუპების განვითარებამდე მოხერხდა. ჯერჯერობით გადაუწყვეტელია ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტებისა და ღვიძლის უჯრედების კიბოს დროს ღვიძლის გადანერგვის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სამი კატეგორიის პაციენტები რისკჯგუფს ეკუთვნიან, მათ შორის მაინც გულდასმით არჩევენ ღვიძლის გადანერგვის კანდიდატებს. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებულთათვის გადანერგვა ნაჩვენებია სპირტიანი სასმელებისგან თავშეკავებისა და ცხოვრების წესის შეცვლის შემთხვევაში. C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დროს გადანერგვის შედეგები ისეთი შემთხვევების იდენტურია, რომელთა დროსაც ადამიანი არავირუსული ჰეპატიტით არის დაავადებული, თუმცა აქვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისიც, რომ C ჰეპატიტი ხშირად 
ხშირად რეციდივირებას ახდენს. ბ ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დროს პაციენტთა სიკვდილიანობა 10-20%-ით მაღალია, ვიდრე არავირუსული ჰეპატიტების დროს. მაგრამ, ზოგიერთი დაკვირვებით, ოპერაციის დროს ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენება გადანერგვის შედეგებს აუმჯობესებს. ღვიძლის გადანერგვა ავთვისებიანი სიმსივნეებით, მათ შორის – ღვიძლის უჯრედების კიბოთი, ქოლანგიოკარცინომით, სარკომით დაავადებულ მრავალ პაციენტსაც ჩატარებია. ასევე წარმატებით ტარდება ღვიძლის გადანერგვა ღვიძლის მრავლობითი და გიგანტური ადენომების დროს. თუმცა არასიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტთა გადარჩენადობა ამ დროს გაცილებით ნაკლებია. სიმსივნის რეციდივის განვითარების რისკის შესამცირებლად ევროპისა და ამერიკის ზოგიერთ ცენტრში ღვიძლის გადანერგვას ქიმიათერაპიის კურსს ამატებენ. სხვადასხვა მონაცემებით, ასეთი კომბინაცია დამაკმაყოფილებელ შედეგებს იძლევა.
უკუჩვენებები
ღვიძლის გადანერგვის აბსოლუტურ უკუჩვენებად მიიჩნევა: სიცოცხლისთვის საშიში სისტემური დაავადებები; ღვიძლგარეთ არსებული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები; გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების მძიმე დაავადებები; განვითარების ის მრავალი მანკი, რომლებიც კორექციას არ ექვემდებარება და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს; მეტასტაზები; ნარკომანია და აივ ინფექცია. ღვიძლის გადანერგვაში მიღწეული წარმატებების გამო 60 და თვით 70 წელზე უფროსი ასაკიც კი აბსოლუტურ უკუჩვენებად აღარ მიიჩნევა, თუმცა ამ დროს პაციენტი ზედმიწევნით უნდა იქნეს გამოკვლეული გულის იშემიური დაავადების გამოსარიცხად. 60 წელზე უფროსი ასაკი შესაძლოა შედარებით უკუჩვენებად განიხილონ მაშინ, როდესაც ღვიძლის პათოლოგიას თან სდევს სხვა პათოლოგიები, რომლებიც არცთუ იშვიათია ხანდაზმულ ასაკში: თირკმელების დაავადება, ქრონიკული ბ ჰეპატიტი, მძიმე ფსიქიკური დაავადება, ღვიძლის ამა თუ იმ ვენის თრომბოზი, ანდა პაციენტს გადატანილი აქვს ღვიძლის ქირურგიული ოპერაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ არც ერთი ეს უკუჩვენება ცალკე ღვიძლის გადანერგვის საწინააღმდეგო საკმაო არგუმენტად არ მიიჩნევა. მაგალითად, ღვიძლის ვენის თრომბოზის დროს პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ დონორისგან ღვიძლთან ერთად აღებულ იქნება შესაბამისი ვენაც, რომლის მოხერხებულ ადგილას ჩაკერება უკვე ქირურგისა და მისი ტექნიკის საქმეა.
 
დონორის შერჩევა
ყველაზე ხშირად დონორები არიან 60 წელზე უმცროსი ასაკის ის ადამიანები, რომლებსაც ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნებათ და რომელთაც უკვე დაუდასტურდათ ტვინის სიკვდილი. აუცილებელი პირობებია სტაბილური სისხლის მიმოქცევის არსებობა; ნორმალური ოქსიგენაცია (ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება); ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების არარსებობა. გარდა ამისა, არ უნდა იყოს დარღვეული მუცლის ღრუს ორგანოების მთლიანობა და, რა თქმა უნდა, ღვიძლის ფუნქცია; ბ და C ჰეპატიტებზე და აივ ინფექციაზე სეროლოგიური რეაქცია უარყოფითი უნდა იყოს. ღვიძლის აღების მომენტამდე დონორის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობას, როგორც წესი, ხელოვნურად ინარჩუნებენ. სისხლის ჯგუფებისა და ღვიძლის ზომების შეთავსებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ექსტრემალური ჩვენებებისა და დონორის ორგანოების უკმარობის შემთხვევაში მცირე ზომის ღვიძლის გადანერგვაც და სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობაც დასაშვებია. დონორის ღვიძლს აჯერებენ ცივი ელექტროლიტების, სპეციალური ხსნარების ნარევით, რის შემდეგაც მას ამოიღებენ და ათავსებენ ყინულიან პაკეტში. ვისკონსინის უნივერსიტეტში დამზადებული სპეციალური ხსნარების წყალობით შესაძლებელია, ცივი იშემიის პირობებში ღვიძლი 20 საათის განმავლობაში შევინახოთ, თუმცა გაცილებით უსაფრთხოდ ითვლება 12 საათის განმავლობაში შენახული ღვიძლი. ერთი დონორისგან ერთდროულად რამდენიმე ორგანოს აღების მეთოდიკის შემუშავებამ ღვიძლის გადანერგვა უფრო მოხერხებული გახადა. მიუხედავად ამისა, დონორის ღვიძლზე მოთხოვნილება ბევრად აღემატება მისი მიღების შესაძლებლობას. აშშ-ში მოქმედებს დონორთა ორგანოების განაწილების გაერთიანებული ქსელი (უნოს), რომელიც უზრუნველყოფს დონორის ღვიძლის შერჩევასა და ადგილზე მიტანას გადანერგვის სასწრაფო ჩვენებისა და გადასანერგი ცენტრის ადგილის გათვალისწინებით. პირველ რიგში დონორის ღვიძლს ის პაციენტები იღებენ, რომლებიც ინტენიურ თერაპიას გადიან.
 
ოპერაციის ტექნიკა
რეციპიენტის ღვიძლის ამოღება ტექნიკურად რთული ოპერაციაა, რადგან საოპერაციო ადგილას ხშირად დამატებითი სისხლძარღვებია განვითარებული, ხოლო ვენები – გაგანიერებული. საქმეს ართულებს მუცლის ღრუში ადრე გაკეთებული ოპერაციების შედეგად განვითარებული შეხორცებებიც. ღვიძლის ვენებში მომატებული წნევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხშირად დიდი რაოდენობით სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმას მოითხოვს. ვენების გამოყოფისა და გადაკვეთის შემდეგ ხდება მათი მიერთება სპეციალურ აპარატზე, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის გადაქაჩვას საერთო ქსელში. ღვიძლის არტერიისა და ნაღვლის საერთო სადინარის გამოყოფის შემდეგ ავადმყოფის ღვიძლს იღებენ და მის ადგილას ათავსებენ დონორის ღვიძლს. შემდეგ თანამიმდევრობით აღადგენენ ვენებისა და არტერიების მთლიანობას. უკანასკნელ ეტაპზე აღდგება ნაღვლის საერთო სადინარის მთლიანობაც. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ნაღვლის საერთო სადინარს პირდაპირ ნაწლავში ჩააკერებენ. აი, ეს გახლავთ მოკლედ ღვიძლის გადანერგვის მთელი ოპერაცია. რასაკვირველია, ძნელია ასეთი მონახაზით ყველა იმ სირთულის წარმოდგენა, რომელსაც ექიმთა ბრიგადა ოპერაციის დროს ეჯახება. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ხანგრძლივობა 6-დან 18 საათამდე მერყეობს (უმეტესად 8 საათი გრძელდება). სისხლის მასიური დაკარგვის გამო ოპერაციის დროს აუცილებელი ხდება მთლიანი სისხლის, მისი კომპონენტებისა და ეგრეთ წოდებული სისხლის შემცვლელების გადასხმა.
 
იმუნოდეპრესანტების გამოყენება
ამ განსაკუთრებული ტიპის მედიკამენტებმა სრულიად შეცვალეს არა მარტო ღვიძლის, არამედ, საერთოდ, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შედეგები. სწორედ მათი წყალობით გახდა შესაძლებელი ისეთი მძიმე გართულებების თავიდან აცილება თუ შესუსტება, როგორიც არის რეციპიენტის მიერ მიღებული ორგანოს განდევნა. დღეს ღვიძლის გადანერგვის დროს სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანია ციკლოსპორინი, რომელიც 1980 წელს შეიქმნა და ძალზე გაახანგრძლივა ავადმყოფთა სიცოცხლე. კიდევ უფრო ძლიერმოქმედია პრეპარატი ტაკროლიმუსი. თუ პაციენტს ოპერაციამდე თირკმლის ფუნქცია ჰქონდა დარღვეული ან ოპერაციის შემდეგ დაერღვა, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ორი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, მათ ნაცვლად მურომონაბომ-ცდ3-ს იყენებენ. იმედის მომცემი პრეპარატია მიკოფენოლის მჟავა. შეისწავლიან კიდევ ერთი ახალი იმუნოდეპრესანტის, სიროლიმუსის (ადრე მას რაპამიცინს უწოდებდნენ) თვისებებს. იმუნიტეტის დამთრგუნველი თერაპიის დროს მთავარი იმუნოკომპეტენტურობასა და იმუნიტეტის დათრგუნვას შორის წონასწორობის შენარჩუნებაა. თუ პრეპარატთა დოზები სწორად არის შერჩეული, ორგანოს მწვავე მოშორება შესაძლოა მაინც განვითარდეს, მაგრამ ეს პროცესი შექცევადია. თუ წამლის დოზა საჭიროზე მაღალია, პაციენტი შეიძლება სულ სხვა, ზოგჯერ – ძალზე ბანალური, ინფექციის გამო გარდაიცვალოს. სწორედ ამიტომ იმუნიტეტის დამთრგუნველი თერაპიის გამოყენება მეტად ფრთხილად და დიდი აწონ-დაწონის შემდეგ უნდა მოხდეს.
გართულებები. ზოგადი ინფორმაცია
ღვიძლის გადანერგვის გართულებებს პირობითად ღვიძლშიგა და ღვიძლგარე გართულებებად ყოფენ, განვითარების დროის მიხედვით კი ისინი ადრეულ და გვიან გართულებებად იყოფა. ღვიძლის რეციპიენტები, წესისამებრ, ოპერაციამდე დიდხანს იტანჯებიან ქრონიკული დაავადებებით, დასუსტებულნი და გამოფიტულნი არიან, ამიტომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში არა მარტო ღვიძლის, არამედ სხვა ორგანოთა ფუნქციის აღდგენასაც დიდი ყურადღება სჭირდება. ღვიძლის გადანერგვის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების (ტაქიკარდია, ჰიპერტონია და სხვა), ინფექციური (ბაქტერიული, სოკოვანი) თუ თირკმლისმიერი გართულებები, სისხლნაკლებობა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლისმიერი სიყვითლე და მრავალი სხვა. მათი ჩამოთვლით მკითხველს აღარ გადავღლით, მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელიც ყველაზე ხშირია, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას. მიუხედავად იმუნიტეტის დამთრგუნველი თერაპიისა, პაციენტთა უმრავლესობას გადანერგილი ორგანოს განდევნის რეაქცია ოპერაციიდან 1-2 კვირის შემდეგ ეწყება. მისი სიმპტომებია ცხელება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში და ნაღვლის გამოყოფის შემცირება. თუმცა ამჟამად ექიმების ხელთ არსებული მედიკამენტების დახმარებით ამ რეაქციის დაძლევა შესაძლებელია. რაც შეეხება ქრონიკული განდევნის რეაქციას, ის შედარებით იშვიათია. ის დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და მწვავე განდევნის შედეგიც იყოს. ქრონიკული განდევნის რეაქცია უმეტესად, სამწუხაროდ, შეუქცევადია და როცა მედიკამენტური თერაპია უძლურია, შესაძლოა, ღვიძლის განმეორებით გადანერგვაც კი გახდეს საჭირო.
 
ძირითადი დაავადების რეციდივი
პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტისა და ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტების განვითარება ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ჯერჯერობით არავის აღურიცხავს. პირველადი ციროზის განმეორება ლიტერატურაში კი არის აღწერილი, მაგრამ მისი ნიშნები გადანერგილი ორგანოს მოშორების ნიშნებს იმდენად ჰგავს, რომ მცირე გამოკვლევებზე დაყრდნობით ძნელია დარწმუნებით ითქვას, რასთან აქვთ ამ დროს ექიმებს საქმე. რაც შეეხება ღვიძლის უჯრედების კიბოს, მისი განმეორებით წარმოშობა საკმაოდ ხშირია და ეს, ჩვეულებრივ, გადანერგვიდან ერთი წლის შემდეგ ხდება. ტრანსპლანტაციის შედეგი გაცილებით უკეთესია, თუ სიმსივნე 5 სანტიმეტრზე ნაკლები ერთი კვანძით არის წარმოდგენილი. მიმდინარეობს ცდები ქიმიოთერაპიის ეფექტის შესასწავლად. ზოგიერთი მონაცემებით, ეს უკანასკნელი გადანერგვის შემდეგ დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა. ქოლანგიოკარცინომა პრაქტიკულად ყოველთვის იძლევა რეციდივს, ამიტომ ღვიძლის გადანერგვის მრავალმა ცენტრმა ასეთი პაციენტებისთვის გადანერგვის ჩატარებაზე უარი განაცხადა. ვირუსული ჰეპატიტების თაობაზე მონაცემები სხვადასხვაა, მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება იმის თაობაზე, რომ გადანერგვის შემდეგ ვირუსული ინფექციის ხელახალი განვითარების ალბათობა 10 პროცენტზე ოდნავ მეტია. რაც შეეხება C ჰეპატიტს, თუ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ სისხლში მის აღმოსაჩენად საკმაოდ მგრძნობიარე მარკერები იქნა გამოყენებული, ექიმებს მისი დანახვა არ გაუჭირდებათ. C ჰეპატიტი თავდაპირველად თითქმის ყველა ღვიძლგადანერგილ პაციენტს უვითარდება. ეს დაავადება მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც, თუმცა იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ, როგორც ღვიძლის მორფოლოგიური გამოკვლევა გვიჩვენებს, ავადმყოფთა ნახევარში ამ ტიპის ჰეპატიტის დროს ღვიძლის ფუნქციები დარღვეული არ არის. საერთო ჯამში, C ჰეპატიტი არცთუ ისე დიდ გავლენას ახდენს ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ყოველ შემთხვევაში, გადანერგვიდან პირველი ხუთი წელი მაინც. ავადმყოფები, რომელთაც ტრანსპლანტაცია ალკოჰოლური ციროზის ტერმინალური სტადიის გამო ჩაუტარდათ, არცთუ იშვიათად ისევ იწყებენ სმას, რამაც შეიძლება ისევ გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. სადღეისოდ ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება ღვიძლის გადანერგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩვენებაა, ამიტომ გადანერგვის ცენტრების უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს პაციენტის შესაძლებლობას, უარი თქვას სმაზე. ყველაზე ხშირად სპირტიანი სასმელების მოხმარებას იწყებენ ის ადამიანები, რომლებიც ოპერაციამდე 6 თვეზე ნაკლებ ხანს იკავებდნენ თავს. საერთო ჯამში კი ღვიძლის გადანერგვა პაციენტთა 80%-ზე მეტს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
 
ცხოვრების ხარისხი
იმ პაციენტთა უმრავლესობა, რომლებმაც ოპერაციიდან პირველ რამდენიმე თვეს გაუძლეს და თავიდან აიცილეს ორგანოს მოცილების ქრონიკული რეაქცია და განუკურნებელი ინფექციები, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. იმუნიტეტის დამთრგუნველი თერაპია მთელი სიცოცხლე გრძელდება და ავადმყოფთა უმრავლესობა ამას შედარებით ადვილად ეჩვევა. ექიმის დანიშნულების შესრულებას შესაძლოა ხელი შეუშალოს ფსიქოსოციალურმა დეზადაპტაციამ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, იმ ადამიანთა 85%, რომლებმაც ღვიძლის გადანერგვა გადაიტანეს, ფინანსურ მოთხოვნილებებს თავადვე იკმაყოფილებს, ზოგიერთი ქალბატონი ორსულდება კიდეც და ჯანმრთელ ბავშვებსაც აჩენს.
 
ტარდება#INTERGEOMED
Translate